შოვი - საქართველოს ბალნეოკლიმატური კურორტი

ბალნეოკლიმატური კურორტი შოვი მდებარეობს ონიდან 30 კმ-ში, თბილისიდან 380 კმ-ში, ქუთაისიდან 147 კმ-ში, დიდი კავკასიონის მთავარი ან წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე, 1520 მ სიმაღლეზე, მდინარე ჭანჭახის ხეობაში (მდინარე რიონის აუზი), ოსეთის სამხედრო გზაზე. კურორტი გარშემორტყმულია მთავარი კავკასიონის ქედის მწვერვალებით. ახლომდებარე მთის კალთებზე შეფენილია ხელუხლებელი წიწვოვანი ხეები. ჰავა განპირობებულია კურორტის განლაგებით ზემო წელის საშუალო ალპიურ ზონაში. ზამთარი - ზომიერად რბილი და თოვლიანია (იანვრის საშუალო ტემპერატურა -60С). ზაფხული - ზომიერად თბილი (ივლისის საშუალო ტემპერატურა 160С). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა - 1103 მმ. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ზაფხულში 50-60% ზაფხულში, 70%-მდე ზამთარში. 2 ათ. მზის საათზე მეტი წელიწადში. კურორტისათვის დამახასიათებელია აბსოლუტურად სუფთა და გრილი ჰაერი, აგრეთვე ჰაერის ზომიერი მთის და ხეობის ნაკადები. სამკურნალო ზეგავლენას ახდენს ჰავა, ასევე მინერალური წყაროები, რომელთა უზარმაზარი რაოდენობაც იმყოფება მდინარეების ჭანჭახის და ბუბას ხეობებში. მინერალური წყალი გამოიყენება სამედიცინო მიზნით. კურორტზე ჩამოსვლა რეკომენდირებულია სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებების, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. კურორტის ტერიტორიაზე განთავსებულია სასტუმროს ერთი მთავარი შენობა და 6 ფინური სახლი (კოტეჯი). სასტუმროს და კოტეჯების თითოეული ოთახს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი და მომარაგებულია ცივი და ცხელი წყლით. სასადილო განთავსებულია მთავარი შენობის გვერდით. ფასში შედის სამჯერადი კვება. გარდა ამისა, ტურისტული ცენტრი ”შოვი” გთავაზობთ ექსკურსიებს მამისონის კლდეზე.
GEO | ENG | RUS | DE | IT
© 2010 - 2019 SHOVI.GE
Created by APANI