ცოტა რამ კურორტის ისტორიიდან 
     
შოვი მდებარეობს ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ცად აწვდილი წიწვიანი ტყით, ალპური მდელოებით, მაღალი მთებითა და მუდამ ტოვლით  დაფარული  მყინვარებით გარშემორტყმულ ტაფობზე.
   
ფიჭვნარი,სუფთა ჰაერი,სიმყუდროვე და ანკარა მთის მდინარეების ჩუხჩუხი დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე.
საქართველოს სხვა კურორტებთან შედარებით შოვი უფრო ახალგაზრდაა. მისი დამაარსებელია ცნობილი რევოლუციონერი ექიმი შამშე ლეჟავა. იგი წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისიდან იყო.შამშე ლეჟავამ სამედიცინო განათლება მიიღო ვენის უნივერსიტეტში, სადაც სწანლობდა 1905-დან 1910წლამდე.  
     
ექიმი ლეჟავა დიდად დაინტერესებული იყო საკურორტო საქმით,რის გამოც სტუდენტობის პერიოდში ეცნობოდა საზღვარგარეთის სხვადასხვა კურორტს.
   
.ლეჟავა ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. 1908 წელს ფეხით გადავიდა ჟენევიდან ვენაში; გაეცნო და გულდასმით შეისწავლა კურორტები: ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი, ვალენზეე, აუსზეე და სხვები.
     1910
წელს ლეჟავამ დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, მიიღო ექიმის წოდება და იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში.
   
მშობლიურ რაჭაში ჩასვლისთანავე იგი შეუდგა ადგილის შერჩევას იმ განზრახვით, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, აეშენებინა კურორტი. საკურორტო ადგილად შეარჩია ამბროლაურის რაიონის ერთ-ერთი ლამაზი კუთხე შაორი, სოფელ ნიკორწმინდასთან ახლოს, ნაქერალას გადასასვლელზე, ხარისთვალას ტბასთან. Kურორტი უნდა გაშენებულიყო .. ,,ვაკე ნაძვნარი,, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის
   
შემოდგომაზე .ლეჟავა გაემგზავრა რუსეთში-ყაზანში, პეტერბუგსა და მოსკოვში. 1911 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში გაიცნო ცნობილი იურისტი პროფესორი ღამბაროვი, რომელსაც გაუზიარა თავისი აზრი კურორტის მშენობლობის შესახებ. ღამბაროვის დახმარებით და მონაწილეობით მან შეადგინა ,,წესდება შაორის სანატორიუმის მშენებლობის დამხმარე საზოგადოებისა.
     1913
წლის ივნისში შეძლო .ლეჟავამ მოეწვია ,,შოვის სანატორიუმის მომწყობი საზოგადოების,, წევრების კრება. Eეს საზოგადოება მის მიერვე იქნა ჩამოყალიბებული. რებაზე მიიღეს დადგენილება შოვის და შაორის საკურორტო ადგილების შესწავლის შესახებ.
     1914
წელს ონში მოეწყო ,, შოვის კურორტის მშენებლობის დამხმარე საზოგადოების,, გაფართოებული კრება, რომელმაც მოისმინა კომისიის მუშაობის შედეგები. Aმავე კრებაზე უნდა გადაეწყვიტათ საკიტხისად აშენებულიყო სანატორიუმი , შოვში თუ შაორზე.
   
.ლეჟავას  გულმოდგინე ცდისა და "ხელშემწყობი საზოგადოებისღონისძიებების მიუხედავად, ვერც ცარიზმის დროს და ვერც მენშევიკური ხელისუფლების პერიოდში ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა შოვში კურორტის გაშენების ამ შესანიშნავ იდეას.
     1923
წლის მაისში დაინიშნა კურორტ შოვის მშენებლობის კომისია. იმავე წელს შეიქმნა სამშენებლო კომიტეტი, რომელშიც სამედიცინო პერსონალთან ერთად შევიდნენ  ტექნიკური მუშაკებიც.
     1923
წლის მეორე ნახევარში გამოიყო თანხის ნაწილი, რითაც შეიძლებოდა მშენებლობის დაწყება.  1923 წლის აგვისტოში შოვში ჩავიდა სამეცნიერო ექსპედიცია
GEO | ENG | RUS | DE | IT
© 2010 - 2019 SHOVI.GE
Created by APANI