შოვის მინერალური წყლის 
                 საბადოს გეოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური დახასიათება
     
        საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების მიხედვით შოვის მინერალური წყლის საბადო განლაგებულიამესტია-თიანეთის ნაპრალოვან და ნაპრალოვან-კარსტული წყალდაწნევიანი სისტემის შოვი-ფასანაურისჰიდროგეოლოგიურ ზონაში. 
       ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ლითოლოგიურ-ფაციალური და სტრუქტურულ-გეომორფოლოგიურიფაქტორები ქმნიან ატმოსფერული და ზედაპირული წყლების ინფილტრაციისათვის ხელსაყრელ პირობებს,
 რისშედეგადაც წარმოიქმნება მტკნარი
 და მინერალური წყლები. ფორმირების პირობების მიხედვით ტერიტორიის მიწისქვეშაწყლები იყოფა სიღრმული და არაღრმა ფორმირების წყლებად.
 უკანასკნელს მიეკუთნებიან ალუვიური,დელუვიურ-პროლუვიური და მირენული ნალექების წყლები.
      თანამედროვე ალუვიური ნალექების (აQივ) წყალშემცველი ჰორიზონტის გრუნტის წყლები გავრცელებულია მდ.ჭანჭახისა და
 მისი შენაკადების ალუვიურ ნალექებში. 
მათ მიერ აგებულია მდინარის კალაპოტი და პირველი ტერასა.წყალშემცველია კაჭარი და კენჭნარი, ქვიშისა და თიხნარის შემავსებლებით, 
რომელთა სიმძლავრე მერყეობს რამდენიმემეტრიდან 15-25 მ-მდე. ქანები ხასიათდებიან მაღალი ფილტრაციული თვისებებით.            
       ქიმიური შემადგენლობის მიხედვითYწყლები ძირითადად ჰიდროკარბონატული კალციუმ-მაგნიუმიანია, იშვიათადჰიდროკარბონატული სულფატური კალციუმ-მაგნიუმიანი. საერთო მინერალიზაცია დაბალია და მერყეობს 0,2-დან 0,5გ/ლ-მდე. ტემპერატურა 7-10ºC, pH – 7-7,5, წყაროების დებიტი შეადგენს 0,5-1 ლ/წმ.
      წყალშემცველი ჰორიზონტის კვება ხდება ატმოსფერული და მდინარეული წყლების ინფილტრაციის ხარჯზე,
 ხოლოგანტვირთვა  წყაროების სახით მდინარეების ხეობებში. Gგრუნტის წყლების დონის ცვლილება უშუალო კავშირშიამდინარის დონეებთან. წყლის შედარებით მაღალი დონეები ფიქსირდება
 მყინვარების დნობისა და წვიმების დროს,
 ხოლოდაბალი  ზაფხულის ბოლოს. 
       ზედამეოთხეული ასაკის მორენული ნალექების (გეQივ) წყალშემცველი ჰორიზონტის გრუნტის წყლებიგავრცელებულია მდ. ჭანჭახის ხეობაში,
 კურორტის ფარგლებში. 
      ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ამ ჰორიზონტის წყლები ძირითადად ჰიდროკარბონატული კალციუმ-მაგნიუმიანიან ჰიდროკარბონატულ-სულფატურ კალციუმიანია. ამ წყლებისთვის დამახასიათებელია დაბალი საერთო მინერალიზაცია(0,2-0,3 გ/ლ) და ტემპერატურა (5º-დან 12ºC-მდე),
   
 pH – 6,7-7,5. წყაროების დებიტი მერყეობს 0,2 – 2,5 ლ/წმ ფარგლებში.
     სიღრმული ცირკულაციის წყლები განვითარებულია ქვედა ცარცულ ნალექებში, კერძოდ ტერიგენული ფლიშის წყებისსაგლოლოს ქვეწყებაში და
 კარბონატული ფლიშის ჭიორისა და ფორხიშულის წყებებში (K1სგ-პზ). ამ კომპლექსთანაადაკავშირებული შოვის მინერალური წყლის საბადო.
     ქიმიური შემადგენლობის მიხედვით შოვის მინერალური წყლის საბადოზე ზევიდან ქვევით გამოიყოფა მინერალურიწყლების შემდეგი ტიპები.
        ა) ჰიდროკარბონატული კალციუმიანი წყლები, წარმოდგენილი №№4,9 წყაროებში და ბურ. №4 (ინტერვალი 50-230),ჰიდროკარბონატული კალციუმ-მაგნიუმიანი წყლები, წარმოდგენილი №10 წყაროში, ბურ. №4 (ინტერვალი 0-50 მ), ბურ. №2 (ინტერვალი 11-165) 
        ბ). წყლების საერთო მინერალიზაციაა 1,1-2,3 გ/ლ, pH – 5,6-6,1, ტემპერატურა – 8-11,5ºC, CO2 = 0,75-1,6 გ/ლ.ბ)ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმ-მაგნიუმიანი წყალი, წარმოდგენილი №8 წყაროში, ბურ. #1 (ინტერვალი 30-125 მ),და ბურ. №5 (ინტერვალი 120-500 მ).
 წყლების საერთო მინერალიზაციაა 1,8-3,7 გ/ლ, pH – 5,8-6,2, ტემპერატურა – 8,5-12ºC,CO2 = 1,45-1,6 გ/ლ.გ) ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი წყლები,
 წარმოდგენილი იყო ბურ. №2 (ინტერვალი 165-200) 
       გ).წყლების საერთო მინერალიზაციაა იყო 2,8-5,1 გ/ლ, pH – 6,3-6,7, ტემპერატურა – 9-11ºC, CO2 = 0,9-1,4 გ/ლ.დ)ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყლები,
 წარმოდგენილი ბურ. №1 (ინტერვალი 200-475)
      დ) და ბურ. №4 (ქვედა ინტერვალი 260-360 მ).წყლების საერთო მინერალიზაციაა 6,8-17,4 გ/ლ, pH – 6,6-7,2, ტემპერატურა– 10-13ºC, CO2 = 1,4 – 1,6 გ/ლ.მინერალურ წყლებში გაზის ფაქტორის საშუალო მნიშვნელობა მაღალია და მერყეობს დიდფარგლებში (0,8-2,2-დან 5,5-7,0 გ/ლიტ.-მდე). გაზით გაჯერებული ფაზიდან სპონტანურში გადასვლა სხვადასხვა ტიპისწყლებისთვის სხვადასხვაა და ხდება 50-185  სიღრმეებზე. მინერალური წყლის ამოსვლა ზედაპირზე ხდება გაზისფაქტორისა და ჰიდროსტატიური წნევების საშუალებით. 
                        შოვის მინერალური წყლების დახასიათება 
    მინერალური წყლების კაპტაჟი განხორციელებულია №№1, 2, 4 და 5 ბურღილებით და №8 წყაროთი.
წარმოდგენილია მინერალური წყლის სამი ძირითადი ტიპი  დარასუნის, საირმე-ტერსინკისა და ბორჯომი-უწერის. 
 
დარასუნის ტიპის
 ნახშირორჟანგიანი (1,4-1,5 გ/ლ), დაბალი მინერალიზაციის (1,8-2,1 გ/ლ), ჰიდროკარბონატულიკალციუმიანი, სუსტად მჟავე (pH – 5,6-6,5) მინერალური წყალი მიღებულია №4 ჭაბურღილის ზედა ინტერვალში. წყლისტემპერატურა დაბალია 8-8,1 ºC , ის სუფთაა, გამჭვირვალე და სასიამოვნო დასალევი. 
 
საირმე-ტერსინკის ტიპის წყალი წარმოდგენილია №2 და 5 ბურღილში და #8 წყაროში. იგი ნახშირორჟანგა (1,4-1,5 გ/ლ),დაბალი მინერალიზაციის (3,0-5,3 გ/ლ), ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი და ჰიდროკარბონატულიკალციუმ-ნატრიუმიანი, ბორიანი (0,034-0,057 გ/ლ) წყალია, მისი pH = 6,2-6,8. 
 
ბორჯომი-უწერის ტიპის
 წყალი მიღებულია №1 და №4 ბურღილების ქვედა ჰორიზონტებში. წყალი ნახშირორჟანგა (1,4-1,6გ/ლ), ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი, საშუალო და მაღალი მინერალიზაციისაა (10,9-17,4 გ/ლ). წყლის ტემპერატურაა10-12 ºC. 
    
     ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებიდან შოვის მინერალურ წყლებში წარმოდგენილია ნახშირორჟანგი, რკინა,მეტაბორის მჟავა და კაჟმჟავა. 
მინერალურ წყალში გაზის შემადგენლობა ერთგვაროვანია, ძირითადია თავისუფალი დაგახსნილი ნახშირორჟანგი (85-90%),
 მცირე რაოდენობით გვხვდება აზოტი (7,5-12%) და ჟანგბადი (0,5-2,5%). წყლებშიტოქსიკური ელემენტები
 (კობალტი, ვანადიუმი, ნიკელი, ქრომი, სელენი, ტყვია, ვერცხლი) არ აღმოჩნდა.
 მოქმედ ნორმებზედაბალია ტიტანის რაოდენობა. 
     სანიტარულ-ბაქტერიოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ წყალი სუფთაა და შეიძლება მათი გამოყენებასასმელ-სამკურნალოდ და ჩამოსასხმელად. ყველაზე უფრო მართებულია ჩამოსასხმელად №4 ბურღილის ზედაჰორიზონტის  ნახშირმჯავა დაბალი მინერალიზაციის წყალი. 

GEO | ENG | RUS | DE | IT
© 2010 - 2019 SHOVI.GE
Created by APANI